დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები.
"არამხოლოდ ჩინეთში, იტალიაში, კორეაში, იაპონიაში, ირანში, არამედ საერთოდ. როგორც ხედავთ, ჩვენები ხშირად მოგზაურობენ დასავლეთ ევროპაში, სადაც სამწუხაროდ, სიტუაცია უფრო იძაბება - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსო, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ჩვენი რეკომენდაციაა და მთავრობამ მიიღო ეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შეამცირა მივლინებები და მგზავრობები" - თქვა ამირან გამყრელიძემ 10 მარტის ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ძალაშია მეორე რეკომენდაციაც - ჩამოსული ადამიანები, განსაკუთრებით 4 მთავარი დასენიანებული ქვეყნიდან - აუცილებელია, მოთავსდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში.
"და აუცილებელია, თუ მათ აქვთ რაიმე სიმპტომები, აუცილებლად გაამჟღავნონ საზღვარზე. ასევე მთავარი რეკომენდაცია ისევ და ისევ, ამ პერიოდში და საერთოდ - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა" - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15 შემთხვევა.





