არჩევნები 2020

ელისაშვილი: ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე ქართულ ოცნებას

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რამდენად ნამუსიანია ხელისუფლება და ამ შეთანხმებას რამდენად სერიოზულად უდგება, ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე. თუ გამოუშვებენ ბესიკ თამლიანს, ე.ი თავიანთი პირობის შესრულებას დაიწყებენ. ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე ქართულ ოცნებას. ისედაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და ამიტომ მაინცდამაინც ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან. გამოუშვან ეს ხალხი ციხიდან და ეს ხომ იმის აღიარება იქნება, რომ არასწორად და უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები? ხვალ არის პირველი ტესტი. რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ შეთანხმებას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე.

კომენტარები