არჩევნები 2020

ბოკერია: ეს შეთანხმება სერიოზული განმუხტვის ინსტრუმენტია, სიტუაცია სახიფათო იყო

მე, ბუნებრივია, დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო ცვლილება მოხდება - ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში. მაგრამ, მნიშვნელობა აქვს, როგორ პირობებში დამარცხდება. ჩვენი ამოცანა ხომ მხოლოდ ივანიშვილის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება არ არის - არის დამარცხება ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით, ნაკლები რისკებით ასეთ პერიოდში. ძალიან სახიფათო მდგომარეობამდე იყო მისული ვითარება. ეს შეთანხმება არის სერიოზული განმუხტვის ინსტრუმენტი.  

ის დაკვეთა, რაც საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, რომ არც ერთი მომავალი ხელისუფლება, დავივიწყოთ ივანიშვილის გუნდი, ჩემი აზრით, ის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხდება, არ შეიძლება მოვიდეს უმრავლესობაში ისე, რომ არ ჰქონდეს დიდი უპირატესობა ყველა სხვა ძალასთან და მეორე, რომც ჰქონდეს უმრავლესობის მხარდაჭერა, ვერ მოვა უკონტროლო ხელისუფლებით, რომ დაკარგოს ანგარიშვალდებულების განცდა საზოგადოების წინაშე. ეს იყო და არის საზოგადოების დაკვეთა. ამისთვის იბრძოდნენ სამოქალაქო ჯგუფები, ბუნებრივია, ამ დაკვეთას ასრულებდნენ დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლები.

მეორე მხრივ, ვითარების განმუხტვა ხდება. ჩვენ იმაზე ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავდა უგულავას, რურუას, ოქრუაშვილის, თამლიანისა და სხვების დაჭერა, ეს უპერსპექტივოა. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის მეგობრების მონაწილეობით, იმ ტიპის შეთანხმება შედგა, სადაც ეს კი არ არის ამოცანა, არამედ გამოსავალი, შედეგი ქვეყნისთვის, გვქონდეს თუ სრულად ნორმალური არა, არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანია.  

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველტან ინტერვიუში. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები