მას შემდეგ რაც მოვისმინე არგუმენტები, მას შემდეგ რაც გაეცა პასუხი ჩემ მიერ დასმულ კითხვებს, მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია, ის რომ ქვეყანა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, არ შევა კრიზისში. ის რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თეორიულ ვარიანტს ვგულისხმობ, შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისევ მაჟორიტარული შემადგენელით და პროპორციულით. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და მას არ ჰქონოდა საფუძველი ქუჩაში ყოფნა. ჩვენი მიზანი მიღწეულია!
tbl.ge/4ifk
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წვრმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება მისი მიზნის მიღწევაა
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო




