მინდა მივულოცო ყველა ადამიანს, ვინც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში... მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა. შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შედგა დიპლომატიური კორპუსის დიდი დახმარებით, მადლობა მათ.
პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სახელწოდებებზე ვერ შევთანხმდეთ, თვლის თუ არა ხელისუფლება მათ პოლიტპატიმრად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი და ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.
როგორ შეიძლება ეს მოხდეს: მაგალითად, შეუძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილისა და რურუას, ხოლო, მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. როგორც ვხვდები პრეზიდენტის მზაობა აქ გვაქვს.
იქნება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი.
არ მოხდება დაჭრა მაჟორიტარული ოლქების და იქნება მაქსიმალურად გადანაწილებული ისე, როგორც ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
და მეოთხე საკითხი - ასევე შევთანხმდით 1 პროცენტიან ბარიერზე, ბუნებრივ ბარიერზე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აღელვებდათ. დღეს დარჩა მხოლოდ ამის იმპლემენტაცია





