კორონავირუსი

საგარეო: თვითიზოლაციის რეკომენდაცია ძალაშია, ექიმი ადგენს, საჭიროა თუ არა კარანტინში ყოფნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითიზოლაციის რეკომენდაცია რისკ ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ძალაში რჩება. 

როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ექიმი ადგენს, რისკ ქვეყნიდან დაბრუნებული პირი უნდა დაექვემდებაროს კარანტინს, თუ უნდა იყოს თვითიზოლაციაში.

მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში თვითიზოლაცია ნახსენები არ არის. 

"საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა", - წერია განცხადებაში. 

ამ დროისთვის, საქართველოში დაავადების 12 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო სამი - იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი. მათ შორის, კორონავირუსი დაუდგინდა გამყრელიძის შვილს, რომელსაც ინფექცია იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო. მისი კონტაქტები ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არიან.

კომენტარები