კორონავირუსი

საზღვარზე ექიმის გადაწყვეტილების შემთხვევაში 14 დღიანი კარანტინი სავალდებულო იქნება

ჯანდაცვის სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზღვარზე, რისკის მქონე ქვეყნიდან დაბრუნებული მგზავრების შემოსვლისას, ექიმის გადაწყვეტილების შემთხვევაში კარანტინი სავალდებულო იქნება. ექიმი შემოწმების შემდეგ ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას მგზავრი ექვემდებარება კარანტინს თუ თვითიზოლაციას. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მოქალაქე კარანტინში უნდა მოთავსდეს, 14 დღიანი კარანტინი სავალდებულოა.

იგივე წესი ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლების ბოლო 14 დღის განმავლობაში იყვნენ ან მოემგზავრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით.

კარანტინის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში.

დღესვე მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. 

კომენტარები