კორონავირუსი

ეზუგბაია: ცხრა პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, ერთს მსუბუქი ნიშნები აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, "საშუალოზე მძიმეა". ეს არის ის 44 წლის მამამაკაცი, რომელის იტალიიდან თბილისში პირველ მარტს დაბრუნდა და ინფექციურ საავადმყოფოს 4 მარტს, მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით მიმართა. რაც შეეხება მის კონტაქტებს - ხუთი პაციენტიდან ერთს კორონავირუსის კლინიკური ნიშნები აქვს, თუმცა, მსუბუქი.

"ცხრა პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. პირველი სამი პაციენტის [ორი ირანიდან, ერთი - იტალიიდან ჩამოსული] მდგომარეობა დაახლოებით ერთი კვირაა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, რაც ძალიან კარგია.

რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, მისი მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, მასთან დაავადების კლინიკა გამოხატულია და შეიძლება ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე, ის მართვას ექვემდებარება. მისი ხუთი კონტაქტიდან კიდევ ერთ პაციენტთან გამოხატულია კლინიკური ნიშნები, მაგრამ შედარებით მსუბუქად, დანარჩენ ოთხ პაციენტთან კლინიკური ნიშნების გარეშე მიდის დავადება" - თქვა ეზუგბაიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები