არჩევნები 2020

ბურჯანაძე: გიგი უგულავამ "ოცნებას" პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება მოუსპო

მე მაშინაც ვთქვი, როდესაც გიგი უგულავა დააკავეს, რომ ის ღირსეულად იქცეოდა დაკავების პერიოდშიც. მისი ეს განცხადება არის ღირსეული, გონივრული და ნამდვილად საქმის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადება.

ეს ძალიან დასაფასებელია და მივესალმები ამ განცხადებას. მიმაჩნია, რომ ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა გიგი უგულავამ ამით და რეალურად, ერთხელ და საბოლოოდ, ქართულ ოცნებას მოუსპო პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება.

ეს ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რომელიც დაეხმარება პროპორციული არჩევნების მოპოვების საკითხს. თუ ამის შემდეგადაც ქართულმა ოცნებამ არ გადმოდგა პოზიტიური ნაბიჯები, ეს უბრალოდ იქნება ყველას თვალში კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ ოცნებას არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება

ინტერპრესნიუსთან საუბარში თქვა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გიგი უგულავას წერილზე. ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, ივანიშვილმა პოლიტპატიმრები მძევლად აიყვანა იმ იმედით, რომ საარჩევნო სისტემაზე ივაჭროს და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ის მეგობრებს მოუწოდებს, მასზე არ იდარდონ, შეინარჩუნონ ერთობა და ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად.

კომენტარები