გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგის გაფიცვის მონაწილეებმა მწვანე საფარი დააზიანეს

BBC

ინგლისში, ქალაქ ბტისტოლში გრეტა ტუნბერგის გაფიცვა და პროტესტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მწვანე სივრცეების დაზიანებით დასრულდა.

გაფიცვაში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის აქციაში მონაწილეებმა ფულის შეგროვება უკვე დაიწყეს.

ადგილობრივები გაბრაზდნენ, რადგან, როგორც თქვეს, მარშის მონაწილეებმა ბალახი ტალახად აქციეს.

სოციალურ ქსელებში წერდნენ:

"ირონიულია, რომ ადამიანები, რომლებიც შეიკრიბნენ იმაზე სალაპარაკოდ, როგორ იღუპება პლანეტა, მწვანე ზონებს აზიანებენ".

"მარშის ორგანიზატორებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც გააფუჭეს".

შვედი ტინეიჯერი, გრეტა თუნბერგი კლიმატის ცვლილებს აქტივისტია. ის განსაკუთრებით პოპულარულის მას მერე გახდა, რაც UN-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები კლიმატური ცვლილებებისადმი გულგრილობასა და ყველას მომავლის ნგრევაში დაადანაშაულა. გამოცემამ Times ტუნბერგი 2019 წლის ადამიანად დაასახელა. ასევე, მან ჩამოაყალიბა მოძრაობა #fridayforfuture, რომლის მონაწილეები პარასკეობით სკოლას"ცვლილებებისთვის" აცდენენ.

კომენტარები