არჩევნები 2020

გახარია: პარტნიორები იდეალურად ხედავენ, ვინ უფრო მოტივირებულია კონსენსუსის მისაღწევად

ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს, კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხრის მიერ პატარ-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ, განსაკუთრებით აი, ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ, ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის და ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ.

მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

კომენტარები