კორონავირუსი

გახარია კორონავირუსზე: საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს

მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი - მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. 

მე ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, ყველანი ერთად, წყნარად, მშვიდად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე. 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები