კორონავირუსი

ვიეტნამში კორონავირუსით ინფიცირებული თექვსმეტივე ადამიანი განიკურნა

NYT

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული თექვსმეტი ადამიანიდან ყველა განიკურნა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 13 თებერვლის შემდეგ კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა.

ბოლო პაციენტი, ვის შესახებაც ვიეტნამის სახემლწიფო უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, 50 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ვირუსი კორონავირუსის ეპიცენტრიდან, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დაბრუნებულმა შვილმა გადასდო.

ვიეტნამში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 23 იანვარს აღირიცხა.

კომენტარები