არჩევნები 2020

ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აბსოლუტურად ყველა ოლქში ოპოზიციას ჰყავდეს ერთი კანდიდატი

აი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, უპირველეს ყოვლისა, შემიძლია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გელაპარაკოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა ოლქში ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი, რომ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიყოთ, ხმები არ დავანაწილოთ.

შეთანხმება უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს მყარი, მდგრადი, ნორმალური განვითარების გზაზე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებს, დაპირისპირებას, სიძულვილის ენას, ერის ორად გახლეჩვას და ასე შემდეგ. ძალიან ახლოს არის ამასთან ოპოზიცია. 

თბილსიის მაჟორიტარებზე შეთანხმება გაცილებით უფრო ადვილად მოხდა, ვიდრე ეს რომელიმე პარტიას ეგონა

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე TV პირველზე.

კომენტარები