კორონავირუსი

ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა. ექიმი ამბობს, ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტებს დღესვე გაწერენ.

"ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ"- ამბობს ცერცვაძე. 

ირანის 4 მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს.

კომენტარები