ოპოზიციის შეხვედრა

შავგულიძე: "ოცნება" არ დაგვკავშირებია, ოპოზიციური ერთობის ინფორმირების გარეშე არ შევხვდებით

შალვა შავგულიძე
ტაბულა

შავგულიძე: მოლაპარაკებებზე ხელისუფლება არ დაგვკავშირებია, ოპოზიციური ერთობის ინფორმირების გარეშე არ შევხვდებით

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება პარტიას ინდივიდუალური მოლაპარაკებების თაობაზე არ დაკავშირებია. თუმცა, შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ ეს რომც მოხდეს, ოპოზიციური ერთობის ინფორმირების გარეშე არ შეხვდებიან.

"ეს რომც მოხდეს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მაგიდის ინფორმირების გარეშე არ მოვახდენთ მოლაპარაკებებს. თუმცა ის მოლაპარაკებები, რაც მოხდა, ნამდვილად არ არღვევს იმ მაგიდის ერთიანობას იმ საკითხებში, რაზეც აქ მიმდინარეობს მსჯელობა. უბრალოდ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაღაც სახელისუფლებო პოზიციები იქნა მოსმენილი და შემდეგ ეს პოზიციები მოტანილი იქნა ისევ ამ მაგიდაზე. ანუ რაიმე შეთანხმება არ შემდგარა, ეს იყო უბრალოდ მოსმენა ხელისუფლების პოზიციის", - თქვა შავგულიძემ.

როგორც ცნობილია, 17 თებერვალს არჩილ თალაკვაძე პარტია გირჩის წარმომადგენელს, იაგო ხვიჩიას შეხვდა.

მომდევნო დღეს, 18 თებერვალს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციის უმრავლესობისგან უარი მიიღო.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არც ღია და არც დახურულ შეხვედრაზე არ შეხვდებიან. ამ ფრაქციის წევრები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილიც, რომლებთან შეხვედრის ფოტოებიც გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის საჩვენებლად.

კომენტარები