ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ ქართული ოცნება წავიდეს და ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ისევ. საჭიროა ცვლილებები და ეს ცვლილებები საჭიროა სწორედ იმ მხრივ რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში. გარანტია იყოს, რომ არ იყოს არანაირი ძალადობრივი გარემო და განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, რომელიც ყოველთვის ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფუნდამენტური უფლებების გარანტიებს, ის იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც სანდოა.
ოპოზიციის შეხვედრა
ბესელია: გარანტია უნდა იყოს, რომ ძალოვანი უწყებები იქნება იმ პირების ხელში, ვინც სანდოა
tbl.ge/47wi
დაკოპირდა
ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დადოს გარანტიები, რომ "თოფიანი ხალხი - პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ".
ამავე თემაზე
- ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს
- შავგულიძე: "ოცნება" არ დაგვკავშირებია, ოპოზიციური ერთობის ინფორმირების გარეშე არ შევხვდებით
- ბესელია ოპოზიციის შეხვედრაზე მერაბიშვილის მისვლაზე: არ მგონია უნდა მოვიდეს, მისი ადგილი არაა
- უდუმაშვილი: ივანიშვილის გეგმაა დისონანსი, ის ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილებას ვერ შეიტანს
- ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს