ოპოზიციის შეხვედრა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს. 

ოპოზიციური პარტიების წევრები საარჩევნო სისტემაზე და სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ. 

4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. შესაბამისი განცხადებით თბილისის მერიას ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ მიმართა. 

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დარბევას პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მასშტაბური აქციების გამო გადაიკეტა. 

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულების პირობა დადო. მმართველი გუნდის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ეს მათი ინიციატივა იყო, 14 ნოემბერს კი "მათივე ინიციატივა" პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩააგდეს, რასაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის განახლება და ოპოზიციური სპექტრის საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება მოჰყვა.

კომენტარები