კორონავირუსი

რუსეთში კორონავირუსის გამო მოწყობილი კარანტინიდან ქალი გაიქცა, ექიმმა სასამართლოს მიმართა

Meduza

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი იყო მოწყობილი, პაციენტი გაექცათ. საავადმყოფოს ექიმმა რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ გაქცეული ალა ილინას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყოს.  

საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ კარანტინიდან გაქცევა ხულიგნობაა და ითხოვს, ილინამ სამართლებრივად აგოს პასუხი.

კარანტინიდან გაქცეულმა ალა ილინამ ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ყელის ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა, სადაც, ვირუსის სიმპტომების ქონის მიზეზით, კარანტინში მოათავსეს. ის საავადმყოფოდან 11 თებერვალს გაიქცა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 60 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 1 300-ზე მეტი ადამიანი. 

ინფიცირების 99% ჩინეთში ფიქსირდება. სულ მცირე 25 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

კომენტარები