არჩევნები 2020

ბოკერია: ივანიშვილი ცდილობს ოპოზიციის და ხალხის დაშინებას, მაგრამ ეს არის ილუზია

ეს არის აგონიის და ისტერიის ნიშანი, როცა ფეხქვეშ მიწა გეწვის პოლიტიკურად, რაციონალური აღარ ხარ და მიდიხარ ამ ტიპის რისკებზე ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის, ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პრიმიტიული გათვლა, რომ იმ ვითარებაში, როცა ის ხედავს, საზოგადოება როგორ არის შეკრული მის წინააღმდეგ და ამ დაკვეთას როგორ ასრულებს ოპოზიცია, გამორჩეული ლიდერი დაიჭირო, რომ სხვებს, ყველას გაუგზავნო გზავნილი, აქტივისტებსაც, ლიდერებსაც, ხალხსაც - თუ არ გაჩერდებით, რეპრესიები ექნება.

ცდილობს ოპოზიციის და ხალხის დაშინებას, მაგრამ ეს არის ილუზია, რადგან ქართული საზოგადოება ამ ზღვარს გაცდენილია დიდი ხანია. უბრალოდ, ეს ამწვავებს ვითარებას, არანორმალურს და დრამატულს ხდის, პირველ რიგში, ივანიშვილისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა და ეს გეგმაც ემსახურება ამას, რომ ეს ეროვნული ჭირი მოვიშოროთ მშვიდობიანად და ეს გავაკეთოთ ისე, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს ქვეყანას. თუმცა, ზიანი უზარმაზარია უკვე, ოღონდ ის განწირულია და ჩვენი გეგმებია, ეს როგორ გავაკეთოთ და მერე როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან და ამ გეგმების პირველ ეტაპს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე, გიგი უგულავას დაპატიმრებაზე.

კომენტარები