გიგი უგულავას საქმე

ვაშაძე უგულავაზე: პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ფიქრობენ ოპოზიციის განეიტრალებას

გიგი უგულავას დაკავება, ეს არის შიშის დემონსტრირება ქართული ოცნების მხრიდან. აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, აღარც დიდი ფული შველით, რომლის დახარჯვასაც აპირებენ. აღარც ადმინისტრაციული რესურსი შველით და ახლა ფიქრობენ, რომ პერსონალურად, პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავლენ და იქნებ ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. მათ და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს. ერთ რამეს ვიტყვი, პირობას ვდებ, მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწევს მას [უგულავას] საპატიმროში ყოფნა. ის აუცილებლად, ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება ქართული ოცნების რეჟიმი საქართველოში

მოძრაობა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები