არჩევნები 2020

ვაშაძე გეგმაზე: მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გიგი უგულავას 3 წლითა და ორი თვით დაკავების შემდეგ არჩევნებისთვის მზადება გაგრძელდება საპროტესტო აქციებით, ასევე ოპოზიციური პარტიები დაალაგებენ საარჩევნო სტრატეგიას ისე, რომ ისინი იყვნენ ერთმანეთის მოკავშირებიი და ყველა მაჟორიტარულ ოლქში ყავდეთ ერთი კანდიდატი.

"მოვედი აქ ერთი წუთით იმისთვის, რომ [ამერიკის] ელჩისთვის ბოდიში მომეხადა და მეთქვა, რომ ძალიან გვიხარია ქართველ ხალხს ის, რომ როგორც იქნა ელჩი გვყავს საქართველოში, მეორე ის, რომ დიალოგი დამთავრებულია და მორჩა ეს ისტორია, გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებასთან ამ ფორმაში და ამ ენით საუბარი არ შეიძლება და მესამე ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებ იმისთვის, რომ მწარედ დამარცხდნენ ესენი არჩევნებზე:

საქართველოს მოქალაქეების მობილიზაცია, ოპოზიციური პრატიების სტრატეგიული გეგმის შეთანხმება, რომ ყველა ყველას მოკავშირე იყოს და არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს არ გაუწიონ კონკურენცია და ყველაზე მთავარი, საქართველოს მოქალაქის გამოღვიძება ლეთარგიული ძილიდან, რომელშიც სამწუხაროდ ჯერჯერობით მიცემულია", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ.

ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

კომენტარები