არჩევნები 2020

კალაძე ოპოზიციის შეთავაზებულ მოდელზე: საქართველო 70, 80, 90-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება

საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით.

როდესაც კონსტიტუციის ცვლილება განხორციელდა, ჩვენი პარტია დარჩა მარტო კონსტიტუციის მიღების დროს და განახორციელა ცვლილება, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

ის რაზეც საუბრობს ოპოზიცია, ე.წ. გერმანულ მოდელთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს არის "ავღანური მოდელი". საქართველო 70, 80, 90-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. საარჩევნო სისტემა რომ იგებდეს არჩევნებს, დღეს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა

პირველი არხის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც ოპოზიციის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას ეხება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ეუთო/ოდირს ომბუდსმენის დახმარებით, დეკემბერში გაუგზავნა.

კომენტარები