ბირთვული იარაღი

აშშ-მა წყალქვეშა ხომალდებზე ახალი, მცირე სიმძლავრის ბირთვული ქობინები განათავსა

CNN

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი განათავსეს, რომლის გაშვებაც წყალქვეშა ნავიდან იქნება შესაძლებელი. პენტაგონი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია რუსეთის მცირე ზომის ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსენალის მიერ შექმნილი საფრთხის პირობებში.

"აშშ-ის ფლოტმა გამოიყვანა W76-2 ტიპის დაბალი სიმძლავრის წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტის ქობინი." თქვა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ რუდმა.

ახალი ქობინი მანამდე არსებული W-76 ტიპის ქობინის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომლითაც წყალქვეშა ხომალდის Trident II (D-5)-ის ტიპის რაკეტები აღიჭურვება. შესაბამისად, აშშ-ის ბირთვული იარაღის არსენალი არ იზრდება.

ახალი ქობინები თებერვალში დაამზადეს. მათი შექმნა 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა მას შემდეგ, რაც თავდაცვის დეპარტამენტმა წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც არსებობდა საფრთხე, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოეყენებინათ მცირე მასშტაბის ბირთვული იარაღი აშშ-ის მხრიდან საპასუხო ქმედების შიშის გარეშე, ვინაიდან აშშ-ის არსენალში მხოლოდ ბევრად უფრო მძლავი იარაღი იყო.

NATO-ს წარმომადგენლების თქმით აშშ-ის ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია ალიანსს 2018 წელსვე მიაწოდეს.

აშშ-ის არსენალში უკვე არის B61 ტიპის ბომბი, რომელიც ასევე ტაქტიკური ბირთვული იარაღია, თუმცა მისი ჩამოგდება თვითმფრინავიდან ხდება, რაც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მისი ღრმად გაშევების საშუალებას არ იძლევა. ახალი რაკეტები აშშ-ს საჭიროების შემთხვევაში უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალებას მისცემს.

კომენტარები