კორონავირუსი

როტერდამის ლაბორატორიის პასუხების მიხედვით, ქართველ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა როტერდამის ლაბორატორიიდან პასუხები მიიღო. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

"ორივე შემთხვევაში უარყოფითია პასუხები" - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ამასთან, დღეიდან, საქართველოს აღარ დასჭირდება სინჯების როტერდამში გაგზავნა და კორონავირუსზე დიაგნოზს ლუგარის ლაბორატორია დასვამს. 

კომენტარები