ლონდონის სამხრეთ ნაწილში, სტრიტჰემში, უცნობმა კაცმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია, სულ მცირე, 2 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ტერორიზმთან არის კავშირში.
მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.
"მადლობა ყველას, ვინც დროულად მოახდინა რეაგირება სტრიტჰემში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ტერორიზმთან არის დაკავშირებული",-წერს ჯონსონი.
ინციდენტს ეხმაურება ლონდონის მერი, სადიქ ხანიც.
"ტერორისტები ცდილობენ, რომ გაყონ და გაანადგურონ ჩვენი ცხოვრების გზა. ლონდონში მათ ამის უფლებას არასდროს მივცემთ",-წერია განცხადებაში.
თვითმხილველების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.