ლონდონი

ბიგ ბენზე აძრომისთვის ლონდონში 29 წლის მამაკაცი დააკავეს

PA Media

ლონდონში, ბიგ ბენზე აძრომის ფაქტზე პოლიციამ 29 წლის მამაკაცი, დენიელ დეი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცმა ეკიპირების გარეშე შეძლო შენობაზე აძრომა, მას ჯამში 16 საათი დასჭირდა.

მომხდარის შედეგად, უესტმინსტერის ხიდზე 8 მარტს ყველა საექსკურსიო მსვლელობა გაუქმდა.

დენიელ დეის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრაში ედება ბრალი - მან ბიგ ბენის შენობაზე პალესტინის დროშა გადმოფინა.

კომენტარები