საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორი იქნება ეროვნული ბანკის ახალი შენობა, რომელიც 50 მილიონი ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი სათავო ოფისის პროექტი შეიძინა. ხელშეკრულება ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია, GLVM Inc-თან გაფორმდა. ტენდერში სულ ხუთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველაზე მისაღები ეროვნული ბანკისთვის სწორედ ამერიკული კომპანიის მიერ მიწოდებული პროექტი აღმოჩნდა. 

შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასთან უკვე გაფორმდა. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის აშენებას გეგმავს ცნობილი პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა. 

როგორც ცნობილია, ახალი სათავო ოფისის მშენბელობაში ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარს გადაიხდის. ამის გამო ცენტრალური ბანკი წინა თვეებში პრემიერმა გახარიამაც გააკრიტიკა. 

წარმოგიდგენთ ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის სურათებს და ნახაზებს კომპანიასთან გაფორმებული საპროექტო ხელშეკრულებიდან. 

ესეთი იქნება შენობის ფასადი ცირკის მხრიდან.

ესეთი იქნება შენობის ხედი მარცხენა სანაპიროდან

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ამ დროისთვის იუსტიციის სახლში ცალკე ფლიგელში იყო განთავსებული. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, შენობაში არ არის საკმარისი სამუშაო სივრცე და ახალი სათავო ოფისის აუცილებლობაც სწორედ ამით არის განპირობებული.

კომენტარები