კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო კინოთეატრებში ახალი ფილმები არ გამოვა

LA Times

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის, ჩინეთის მთავრობამ კინოთეატრებში ახალი ფილმების ყველა პრემიერა, რომელიც საახალწლო პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, გააუქმა. 

სადღესასწაულო კვირა, როდესაც უამრავი ადამიანი ჩინეთში მოგზაურობს, კინოთეატრებისთვის  მაღალი შემოსავლის პერიოდია.  თუმცა, ექიმებისა და ვირუსოლოგების მკაცრი მოთხოვნით,  შვიდი პროექტის გამოსვლა გადაიდო. კინოთეატრებისთვის ეს დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

20 იანვრისთვის ჩინეთში დაავადებულთა რიცხვი 617 ადამიანი იყო, რომელთაგან 17 გარდაიცვალა. 

კომენტარები