ევროპარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარია. არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს. მაინც რჩება წუხილი იმის თაობაზე, ჩააბარებს თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ცუდი მოსასმენია ჩემთვის, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს და ჩივის ოპოზიციაზე. ეს არაა დემოკრატიის წესი. და თავდასხმები, რომლებსაც ვხედავთ, ოპოზიციაზე, არასამთავროებზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ვერ დაეხმარება საქართველოს იპოვოს მეტი მეგობარი ევროპარლამენტში, ვისაც დაარწმუნებთ, მხარი დაუჭიროს თქვენს ევროპულ გზას. ამის თქმა მინდოდა და გადაეცით ჩემი მოსაზრებები ჩემს მეგობრებს "ქართულ ოცნებაში", მათ შორის თქვენს ლიდერს, ივანიშვილს.
ევროპარლამენტი
ევროპარლამენტარი ოცნებას: ოპოზიციაზე, NGO-ები და მედიაზე თავდასხმა დემოკრატიის წესი არაა
tbl.ge/4dps
დაკოპირდა

ლიტველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე ქართული ოცნების წევრებს მიმართავს.
ამავე თემაზე
- რა წერია რეზოლუციის შეჯერებულ კანონპროექტში, რომელსაც დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან
- ზურაბიშვილი მეცოლას: მადლობა ერთგულებისთვის, ველი მომავალ თანამშრომლობას
- კობახიძე მეცოლას: ველით თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას
- რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- მარინ ლე პენი ევროპარლამენტში ორბანის ულტრამემარჯვენე ფრაქციას შეუერთდა




