ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ტერორიზმი

კენიაში სამხედრო ბაზაზე ალ-შაბააბის თავდასხმას 3 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორშაბათი, 6 იანვარი, 2020 - 01:29
tbl.ge/4ca2
დაკოპირდა
Reuters
Reuters

კენიაში, სომალის საზღვართან ახლოს, მანდა ბეის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის და კენიის შეიარაღებული ძალები იყენებენ ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი დაიღუპა, მათგან ერთი სამხედრო, ხოლო ორი კონტრაქტორი. დაშავდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კიდევ ორი თანამშრომელი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციას თავდასხმის შესახებ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებშიც ადასტურებენ. ტერორისტულმა დაგჯუფებამ თავდასხმის ადგილიდან ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი და ტერორისტული დაჯგუფების დროშა ჩანს.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და განადგურდა ორი თვითმფრინავი, ორი ამერიკული ვერტმფრენი და რამდენიმე სამხედრო მანქანა. თავად ალ-შაბააბის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ 7 თვითმფრინავი გაანადგურეს, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

კენიის სამხედრო ძალების ინფორმაციით მათ 5 თავდამსხმელის მოკვლა მოახერხეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ემსხვერპლნენ თუ არა თავდასხმას კენიელი სამხედროები.

თავდასხმის დროს ბაზაზე 150-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. ისინი ანტი-ტერორისტულ წვრთნებს ატარებდნენ.

ალ-შაბააბმა კენიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 5 იანვარსაც სცადა, თუმცა ტერორისტები კენიის სამხედრო ძალებმა მოიგერიეს.

ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბი ათწლეულზე მეტია სომალიში მთავრობის დამხობის და ისლამური კანონების დამკვიდრებისათვის იბრძვის. კენიამ სომალიში სამხედრო ძალები პირველად 2011 წელს გაგზავნა, მას შემდეგ, რაც საზღვარზე თავდასხმები და გატაცებები გახშირდა. ახლა 21,000-მდე კენიელი სამხედრო აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა რიგებში იმყოფება სომალის ტერიტორიაზე.

სომალში მთავობის დასახმარებლად ალ შაბაბის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების უფლება სამხედრო ძალებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის მარტში მისცა. მანამდე დარტყმები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ადგილზე მყოფ ამერიკელ მრჩევლებს ექმნებოდათ საფრთხე. ამჟამად აშშ-ს სომალში 500-მდე სამხედრო ჰყავს, რომლებიც მრჩევლების როლს ასრულებენ.

2019 წლესტერორისტულ დაჯგუფებაზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 200-მდე წევრი მოკლეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას ამჟამად 3,000-დან 7,000-მდე წევრი ჰყავს.

ტერორიზმიკენიაალ-შაბააბიაშშთავდასხმა სამხედრო ბაზაზესომალი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026 - 12:25ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულია 1 პირი, გამოვლენილია პირთა წრე – სუს
  • პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025 - 11:17აშშ-მ ოთხი ევროპული დაჯგუფება ტერორისტებად გამოაცხადა
  • ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025 - 11:48სუს: გასაღებას $3 მილიონად გეგმავდნენ – ურანის გასაღებისა და შეძენისთვის 2 პირი დააკავეს
  • პარასკევი, 21 თებერვალი, 2025 - 10:49"ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფ 2 პირს ბრალი წარედგინა
  • ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025 - 10:42სუს: 2 პირის სახლებიდან ამოვიღეთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მტკიცებულება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕