ავსტრია

ავსტრიელმა კონსერვატორებმა მწვანეებთან მიაღწიეს შეთანხმებას კოალიციაზე

ავსტრიაში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები კონსერვატიულ სახალხო პარტიასა და მწვანეებს შორის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.

შედეგად, ავსტრიის კანცლერის პოსტს კვლავ 33 წლის სებასტიან კურცი დაიკავებს.

თუმცა შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭიროა მწვანეთა პარტიის კონგრესის თანხმობა, რომლის სხდომაც შაბათს, 4 იანვარს გაიმართება.

კოალიციური მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ავსტრიაში 2019 წლის 29 სექტემბერს არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გახმაურებული "იბიცას სკანდალის" გამო მმართველი კოალიცია დაიშალა, რომელიც კონსერვატიული სახალხო პარტიისა და ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიისაგან შედგებოდა.

არჩევნებში სახალხო პარტია გავიდა პირველ ადგილზე ხმათა 37.5%-ით, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 6%-ით მეტი იყო. შეირყა ულტრამემარჯვენე და სოციალ-დემოკრატიული პარტიების მხარდაჭერა, მაშინ როცა მნიშვნელოვნად გაიზარდა მწვანეების ამომრჩეველთა რიცხვი.

28 მაისიდან მოყოლებული, ავსტრიას ტექნოკრატიული მთავრობა მართავს.

კომენტარები