საქართველოს პატრიარქი

ილია II: რომ აშენებთ ამ ხილულ ტაძრებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენოთ სულში

ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანდრიასი. წმინდა ანდრია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, რომ თქვენ სასახლეებს იშენებთ და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისა. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, ჩვენ შევქმენით ხატები წმინდისა ანდრიასი და საოცრად დაგვეხმარა და ტაძრები აშენდა მთელ საქართველოში და ჩვენ ვმადლობთ წმინდა ანდრიას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე, რომ აშენებთ ამ ხილულ ტაძრებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენოთ სულში. სად მივდივართ, აღმა მივდივართ თუ დაღმა ვეშვებით. ღმერთს დიდება და მადლობა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა პატრიარქმა 29 დეკემბრის ქადაგებისას.

კომენტარები