რუსეთი

ნავალნის ოფისში პოლიციელები YouTube-დან მედვედევის შესახებ ფილმის წაშლაზე უარის გამო შეიჭრნენ

რუსეთში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში შეჭრისა და მისი ოფისიდან ძალის გამოყენებით გაყვანის ოფიციალური მიზეზი YouTube-დან დმიტრი მედვედევის კორუფციულ საქმიანობებზე დოკუმენტური ფილმის "ის თქვენთვის დიმონი არ არის" წაშლაზე უარის თქმაა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნავალნი მის Instagram გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ამის გამო ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ივან ჟდანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ნავალნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წნეხის მიუხედავად, YouTube-დან ფილმის წაშლას არ აპირებდნენ. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნი დააკავეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან Twitter-ზე დაწერა, რომ ის ძალადობრივად გაიყვანეს ოფისიდან, თუმცა არ დაუკავებიათ. Reuters-თან ინტერვიუში ნავალნის სპიკერმა დაადასტურა, რომ ნავალნი გათავისუფლებულია.

დოკუმენტური ფილმი "ის თქვენთვის დიმონი არა არის" 2017 წლის 2 მარტს გამოვიდა, საიდანაც ირკვევა, რომ მედვედევს 1.2 მილიარდი აშშ დოლარი გაფლანგული აქვს. დოკუმენტურ ფილმს 32 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ინგლისური სუბტიტრებით ფილმი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ბოლო სამ თვეში ეს ფონდის ჩხრეკის უკვე მეორე შემთხვევა.

კომენტარები