მთლიანი შიდა პროდუქტი

მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეგიონული გადანაწილების შესახებ.

როგორც ირკვევა, დედაქალაქზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 51.7% მოდის. თბილისს იმერეთი მოსდევს 9.3%-ით, მესამე ადგილზე კი აჭარაა მშპ-ს 9%-ით.

მშპ-ს ყველაზე მცირე წილს მცხეთა-მთიანეთი იკავებს.

2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეგიონული სტრუქტურა ასეთი იყო:

  1. თბილისი - 51.7%
  2. იმერეთი - 9.3%
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 9%
  4. ქვემო ქართლი - 7.8%
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.3%
  6. კახეთი - 5.2%
  7. შიდა ქართლი - 3.9%
  8. სამცხე-ჯავახეთი - 3.1%
  9. მცხეთა-მთიანეთი - 2.4%

კომენტარები