მთლიანი შიდა პროდუქტი

2011 წლის მესამე კვარტალში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 7.5% შეადგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით საქართველოში 2011 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან 7.5%-ია. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის განმარტებით, მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 15.7%-ით მეტია 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2011 წლის III კვარტალში მშპ ერთ სულზე 1.387 ათას ლარს შეადგენს. მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით მრეწველობისა (18.3%) და ვაჭრობის (17.2%) დარგები გამოირჩევა, შემდგომ პოზიციებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11%) იკავებს, მას მოსდევს სახელმწიფო მმართველობა (10.4%), სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა (9.3%), მშენებლობა (7.3%) და ჯანდაცვა (6%).

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2011 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა.

 

კომენტარები