ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

25 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაობს ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აბასთუმანის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ტერევერკოს და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის, სარაჯიშვილის, ილორის და მარატ ნოზაძის ქუჩების მიკრორაიონის.

საბურთალოს რაიონი

01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ ალექსიძის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, ოჟიოს, სანაპიროს, მიროტაძის, კოდორის და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, მარგიანის, ვარაზის, ინტენსიფიკაციის, პიკასოს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, იმედაშვილის, შენგელიას და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები