ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

23 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება, თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, ვლადიმერ ვორონინის, სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ქურდიანის და მაიაკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების და მუხიანი-2 დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის და სოფელი დიდების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ქობულეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, ერმილე ბედიას, მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, დაბა კოჯრის, გმირთა მოედანის, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელის და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები