საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, იმპორტი 2.3%-ით შემცირდა

Getty Images

საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის პირველ 11 თვეში საქართველოს საქონლის ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა. ამასთან, რეექსპორტის გარეშე, ექსპორტი 4.4%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით.

ჯამში, საქართველოს სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა 1.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სავაჭრო დეფიციტი იანვარ-ნოემბერში 41.2%-მდე შემცირდა. შარშან, წლის ანალოგიურ პერიოდში დეფიციტი 46.6%-ს შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და საქსტატი მოგვიანებით გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას.

 

კომენტარები