აქცია პარლამენტთან

ბაქრაძე: ქუჩის დასაკეტად ადამიანების საკმარისი რაოდენობა იყო, მაგრამ პოლიციამ ძალით გაწია

პოლიციას აქვს მკაფიო პოლიტიკური დავალება, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს იმ სამარცხვინო სხდომის ჩატარებას, რომელ სხდომასაც დღეს ატარებს უმრავლესობა. ამიტომ, ამის შესაბამისად მოქმედებენ ისინი. პროტესტი გაგრძელდება, მათ შორის, როცა იქნება ადამიანების საკმარისი რაოდენობა ქუჩის დასაკეტად, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, ქუჩაც დაიკეტება. [ახლა] საკმარისი იყო, მაგრამ ძალით გაწიეს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე. დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, აქტივისტებმა ტროტუარებიდან გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. რამდენიმე წუთში პოლიციის კორდონი აქციის მონაწილეებს მიაწვა და ისინი ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტროტუარზე.

კომენტარები