პროპორციული საარჩევნო სისტემა

ევროპარლამენტარი: საარჩევნო პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს, ოცნებამ დრო არ უნდა მოიგოს

[საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება] ყველამ შეაფასა, როგორც პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ვართ ჩიხში და წინ ვერ მივდივართ. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩმა და ყველა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვსურს მოლაპარაკებები და დიალოგი, რათა მივიდეთ კომპრომისამდე, რომელიც პირველად პროექტთან [პროპორციული საარჩევნო სისტემა] მიახლოებული იქნება. 

არ ვიცი, რა შედეგი დადგება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებმა ამას მიაღწიონ და ქართულმა ოცნებამ დრო არ მოიგოს. 

ადამიანის უფლებაა, მისი მთავრობა იყოს ქმედები, რომ პრობლემა გადაიჭრას და ჩვენ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, მაგალითად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, განათლებაზე, ეკოლოგიაზე. ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს უფლება, ვიყოთ მუდმივად ჩიხში და ვისაუბროთ საარჩევნო პრობლემებზე. ძალიან მალე უნდა გადაწყდეს ეს

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი აბსანძის კვირის ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები