ნიკა გვარამიას საქმე

“უზურპატორების დამხობაზე” ნიკა გვარამიას პოსტის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს

“უზურპატორების დამხობაზე” ნიკა გვარამიას პოსტის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა უთხრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სტატუსით კითხავენ. პროკურორის თქმით, გვარამიას კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი დაუსვამს.

"საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ” – ამბობს პროკურორი.

........

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტის გამო, სადაც "უზურპატორების დამხობაზე" საუბრობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 დეკემბერს დაიბარეს. უწყება გვარამიას აფრთხილებს, რომ თუკი გამოკითხვაზე მისვლაზე უარს იტყვის, რისი უფლებაც მას აქვს, მაშინ მას მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარებენ დაკითხვაზე, სადაც მისვლა და ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ნიკა გვარამია სუს-ში არ გამოცხადდა და ჩვენების სასამართლოსთვის მიცემა არჩია.

3 დეკემბერს გვარამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ მიმდინარეობს და რომ ქვეყანაში "უზურპატორისა" [ბიძინა ივანიშვილი] და მის მიერ "დაქირავებული ხუნვეიბინების" [პოლიცია] და "მანქურთების" [ქართული ოცნების მხარდამჭერები] თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. 

ამ პოსტით ნიკა გვარამია ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო პირები ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. 

ქართული ოცნების ლიდერები ამ პოსტთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მისით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. 

კომენტარები