ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობაზე არ საუბრობენ და არ აზუსტებენ, ბერია თუ არა დაკავებული. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.
განახლება: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულას უთხრა, რომ დაკავებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ მსახურობს და ის ბერად საბერძნეთში, ათონის მთაზე აღიკვეცა.