პანკისის ხეობა

პანკისში ჰესის მშენებლობის გამო დაპირისპირებისას დაიჭრა 3, გარდაიცვალა 1 ადამიანი

მთავარი არხი

პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, დაპირისპირების მიზეზი ხეობაში მშენებარე ჰესია. მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, ხოლო ნაწილი მომხრე.

მთავარი არხის ინფორმაციით, სწორედ ჰესის მშენებლობის გამო დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 ადამინი, ხოლო 3 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

როგორც ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალა ახლდება.

კომენტარები