პროპორციული არჩევნები

თალაკვაძე პროპორციულზე: რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, კანონპროექტი ჩავარდა

ქართულ ოცნებას ახლა 93 მანდატი აქვს. სულ თავიდან 115 გვქონდა, გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მართალი ხართ და ეს გამოვიყენეთ. გამოვიყენეთ ახალი კონსტიტუციის მისაღებად, რათა წარგვემართა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩაგვეწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა დავკარგეთ. ამდენად, ხმის მიცემამდე, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვქონდა. ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის ჩართულობა და ოპოზიციასთან ერთად ხმის მიცემა იმ პირობით, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა მისცემდა ხმას ვადის გადმოწევას. როგორც ვთქვი, სამწუხაროდ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვინც ერთი წლის წინაც ამ ინიციატივის წინააღმდეგნი იყვნენ, არ მისცეს ხმა. და რადგანაც არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონპროექტი ჩავარდა.

პან-ევროპულ გამოცემა EURACTIV-თან არჩილ თალაკვაძე ყვება, როგორ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესის ჩატარების შესახებ.

კომენტარები