პროპორციული არჩევნები

ხაინდრავა: მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ საქართველო პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის

თავისთავად შუა რომ გაიკრიფა, კარგია, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ იმედი გაჩნდა, რომ ადრე თუ გვიან ამ გაკრეფილ ადგილას და მე ვფიქრობ, რომ უფრო 2024 წლის არჩევნებისთვის ჩამოყალიბდება ახალი ძალა, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული იმ პოლიტიკურ ჭაობთან, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ 20-30 წელია. ეს ძალიან დამაიმედებელია.

იმედია, ახალგაზრდები იპოვიან თავის თავში სურვილსაც და პოლიტიკურ სიმწიფესაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება შედგეს და მაშინ მივიღებთ კლასიკური დემოკრატიის მოდელს, როდესაც 2-3, მაქსიმუმ 4 პარტია იბრძვის ხელისუფლებისთვის. ეს იქნება ყველაზე კარგი წინაპირობა პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ, რომ დღეს ნათლად გამოჩნდა და, მთელი საქართველო და მგონი, მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ საქართველო პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის.

პროპორციული არჩევნები გულისხმობს მყარი პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას და მათ პაექრობას. ასეთი რამე ჯერჯერობით არ არის, მაგრამ უკვე გამოჩნდა. 

 

გოგა ხაინდრავა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს "კვირის" პრესკლუბში მიმოიხილავდა

კომენტარები