პროპორციული არჩევნები

ბოკერია: ივანიშვილი მიიღებს ათასჯერ უარესს, რაც დათესა

ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] ყველას გვითხრა, მთელ საზოგადოებას, რომ როგორც ეგ ექცევა საკუთარ გუნდს, შინაური ცხოველების ცუდი პატრონივით, დასაგმობი, სამარცხვინო პატრონივით, როგორც უკეთებს თავის გუნდს, ამცირებს სულ, ახსენებს, როგორი თოჯინები არიან, ახლა ძალიან პირდაპირ გვთავაზობს - "მოდი, თქვენც დათანხმდით, მთელი ქვეყანა ასეთი თოჯინები იყავით, რომ ასე დაგამციროთ, გადაგაგდეთ და მორჩა".

მოიმკის ათასჯერ უარესს, რაც დათესა თვითონ საკუთარი თავისთვის, სამწუხაროდ, ქვეყნის რისკის ფასად, ჩვენ მთელი საზოგადოება, პოლიტიკოსები, მოვალეები ვართ, არჩევანიც არ გვაქვს ამ თვალსაზრისით მორალურად, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ამ პროტესტის გამწვავებით

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ.

კომენტარები