ლიბანი

ლიბანელმა მომიტინგეებმა დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვეს [VIDEO]

REUTERS

ლიბანელმა მომიტინგეებმა ბეირუთში დეპუტატები პარლამენტში სესიაზე დასასწრებლად არ შეუშვეს. ლიბანში უკვე ერთი თვეა ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსამდე მიყვანას მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე აპროტესტებენ. 

პარლამენტმა სესია, რომელიც ორი თვის განმავლობაში პირველად უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო. 

მომიტინგეების აღშფოთება და პროტესტი პარლამენტის სესიების დანიშნვამ გამოიწვია. მათ პარლამენტის საქმიანობის კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ დააყენეს, მაშინ, როდესაც მთავრობა მომიტინგეთა მოთხოვნებს არ პასუხობს.

"გარეთ!" - სკანდირებდნენ მომიტინგეები. 

სპეცრაზმსა და მომიტინგეთა ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო მავთულხლართების მოშორებას ცდილობდნენ. 

მაშინ, როდესაც მაღალჩინოსნების ორი ავტომობილი პარლამენტს უახლოვდებოდა ათეულობით მომიტინგეება ისინი უკან გააბრუნეს. ამ დროს აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც გაიგეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

"როგორ შეუძლიათ სესიის ჩატარება მაშინ, როდესაც ხალხს არ პასუხობენ?" - ამბობს ერთერთი მომიტინგე სახელად მარია.

პარლამეტის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ სესიის ჩაშლა მომიტინგეებმა ქუჩაში აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში საპროტესტო აქციები 1 თვეა გრძელდება. ზოგიერთ ქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეებმა ქუჩების გადასაკეტად ბარიკადები ააგეს. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში და ქვეყნის ფინანსური რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სასწრაფო რეფორმები დაანონსა, პროტესტი არ შემწყდარა.

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ 29 ოქტომბერს სატელევიზიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტ მიშელ აუონს მისი მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა.

მას შემდეგ ახალი მთავრობის შექმნისთვის აუონს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია. მომიტინგეთა ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის აუონის, გადადგომასაც ითხოვენ.

კომენტარები