IRI-ის კვლევა

IRI: ყველაზე მეტი, 52% აშშ-ს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად ასახელებს, 50% - ევროკავშირს

Shutterstock

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მეტი 52% ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ასახელებს, 50% კი - ევროკავშირს.

ამავე კვლევის მიხედვით, 33% აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ასახელებს, ევროკავშირს კი - 37%. 

მოსახლეობის აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. 83%-ის აზრით, რუსეთი ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხეა, 72%-ის აზრით კი, ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხე. 

მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებს შორის, მოსახლეობა უკრაინას (32%), აზერბაიჯანს (14%) და სომხეთს (10%) ასახელებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად კი უკრაინა (27%), აზერბაიჯანი (22%), თურქეთი (24%), რუსეთი (13%) და ჩინეთი (11%) არიან დასახელებულები.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა (ანუ მეუფე იაკობის და მეუფე პეტრეს განცხადებებამდე), IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები