ირანი

აიათოლა ალი ხამენეი აქციებზე: ირანის მტრები მხარს უჭერენ საბოტაჟს და უსაფრთხოების რღვევას

აიათოლა ალი ხამენეი
Getty Images

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში ნავთობის ფასის ზრდის გამო მიმდინარე პროტესტს უცხოელი მტრების საბოტაჟი უწოდა.

"ხალხის ნაწილს, ეჭვი არ მეპარება, აწუხებთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოტაჟს და ცეცხლის გაღვივებას ხულიგნები მიმართავენ და არა ჩვენი ხალხი. კონტრ-რევოლუცია და ირანის მტრები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საბოტაჟს და ჩვენი უსაფრთხოების დარღვევას. ისინი ამას აგრძელებენ." თქვა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ირანული სიანფორმაციო სააგენტოების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტები ანტი-სამთავრობო გამოსვლებს აწყობენ. რამდენიმე ქალაქში აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოფიციალური პირების თქმით ქალაქ სირჯანში ერთი ადამიანი დაიღუპა. მეორე მოქალაქე კი ქალაქ ბებაჰანში დაიღუპა. დემონსტრანტების დაღუპვის ცნობა დაადასტურა ხამენეიმაც:

"სამწუხაროდ, გაჩნდა პრობლემები, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ცენტრი განადგურდა." თქვა მან.

პროტესტი მთავრობის მიერ ერთ ლიტრ საწვავზე ფასის 10,000 რიალიდან 15,000 რიალამდე ($0.13) გაზარა და რაციონები დააწესა.

ახალი წესების მიხედვით, მანქანის ყველა მფლობელს შეუძლია 60 ლიტრი ბენზინი იყიდოს თვეში, ლიტრი 15 000 რიალად (0.13$). ყოველი დაატებითი ლიტრი 30 000 რიალი ჯდება.

მანამდე მძღოლებს შეეძლოთ 250 ლიტრი ბენზინის ყიდვა თვეში, ლიტრი 10 000 რიალად.

მთავრობა ამბობს, რომ ბენზინზე სუბსიდიების მოხსნის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

ხამენეი ამბობს, რომ ფასის ზრდა ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა. მან ოფიცალურ პირებს მოუწოდა სხვა პროდუქტებზე ფასის ზრდა არ მოხდეს.

აქციების პარალელურად ირანის უშიშროების საბჭოს ბრძანების საფუძველზე ყვეყანაში ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ პოლიცია წესრიგის აღდგენისათვის ყველა ზომას მიმართავს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური სტაგნაციის, ცხოვრების პირობების გაუარესების და რეგიონში ირანის პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. პროტესტი 80 ქალაქს მოედო. ოფიციალური პირების ინფორმაციით მაშინ პროსტესტის განმავლობაში სულ 22 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ეკონომიკაზე გავლენა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოახდინა. სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

კომენტარები